პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები დღეს კახეთში ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენენ.
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს, – აღნიშნულის შესახებ თავად მან სოციალურ ქსელში განაცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აგროკომპლექსი დაათვალიერა.
საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და მომხდარ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარტიის ცენტრალურ ოფისში პენსიონრებსა და იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები მაღალ პროცენტში აქვთ აღებული და პირობა დადო, რომ მისი პრემიერ მინისტრობისას პენსიონერების სესხებზე პროცენტი ჩამოიწერება დეკემბერში, პენსია ყოველწლიურად გაიზრდება და პირველი იანვრიდან 30 პროცენტით გაიაფდება წამლები.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, პარალამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ახლად აშენებულ საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.
3-5 სექტემბერს, მესტიაში, ISAF-ის მისიაში გმირულად დაღუპული მესამე ქვეითი ბრიგადის და 31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასი მინი ფეხბურთში გაიმართება.
საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 225 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1000-ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.