საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 ივნისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0021 პუნქტით გაუფასურდა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და აჭარის რეგიონში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, ხოლო ოთხი პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 18 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კავკასიის ბუნების ფონდსა (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) დაცულ ტერიტორიებს გრანტის სახით 4 160 000 ლარის ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 24 ივნისს რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტით განისაზღვრა. ინფორმაცია საქართელოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის 156 ბინას შეისყიდის.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვისთვის გაწეული ფასდაუდებელი სამუშაოსთვის მადლობას უხდის. მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში იმყოფებოდა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. ვირტუალურ გამოსაშვებ ცერემონიაზე, რომლის მასპინძელიც პროგრამის პარტნიორი - „საქართველოს საერთაშორისო სკოლა - ახალი სკოლა” იყო, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ევროკომისარი საბიუჯეტო და ადმინისტრირების საკითხებში, იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰელი, იუნოპსის გენერალური მდივანი და აღმასრულებელი დირექტორი, გრეტა ფარემო და სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიება ვირტუალური პლატფორმის - ზუმის საშუალებით ჩატარდა და მას 1000-მდე სტუმარი ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.