ლიბერთი ბანკმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ახალი პროექტი დაიწყეს. ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური დონაციის ნომრის - 16 222 მეშვეობით, საქველმოქმედო აქციაში მარტივად ჩართვის საშუალება ეძლევათ. მობილიზებული ფულადი სახსრებით შეძენილ სასურსათო ამანათებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები 70 წელს გადაცილებული, მარტოხელა ხანდაზმულები მიიღებენ. დონაციის ნომერზე 1 ზარის ღირებულება - 1 ლარია.
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
დეპუტატი ენზელ მკოიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ახალგაზრდა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ალექს მუნი სოციალურ ქსელ Twitter-ზე აზიარებს თავდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერის პროგრამას პარტნიორი ქვეყნებისთვის კორონავირუსის შესამსუბუქებლად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური სოციალურ აგენტებთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მათ პირადად მისთვის აღნიშნულ საკითხზე არასდროს მიუმართავთ. მინისტრის მოადგილის თქმით, ის მზადაა სოციალურ აგენტებს ნებისმიერ დროს შეხვდეს და მათთვის საინტერესო საკითხები პირადად განიხილოს.
ვიფრინე თვითმფრინავით და ორ კვირაში პუტინი დაჯდა თვითმფრინავის შტურვალთან, ჩავყვინთე შავ ზღვაში და ერთ კვირაში პუტინმა ჩაყვინთა, „ფორმულა 2“-ის მანქანა გავატარე და ერთ თვეში „ფორმულა 2“-ის იმავე მანქანის ეკიპაჟთან ერთად გაისეირნა, ასეთი დამთხვევები არ არსებობს, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში წიგნის - „ტრეფიკინგის სახელმძღვანელო საკონსულო თანამდებობის პირებისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბეთანიაში თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. თამარ მეფის ქუჩაზე გზის საფარის განახლება მოხდება, სალბიერის ქუჩაზე კი, სადაც გრუნტის გზაა, მოეწყობა საფუძველი და პირველად დაიგება ასფალტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.