ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოუსმინეს, რომელმაც 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე მუხლობრივად განიხილეს და მხარი დაუჭირეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თბილისის ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და რეინჯერებს შეხვდა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა. ზოგადი განათლების საფეხურზე მასწავლებლები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგნენ, მიუხედავად იმისა, რომ საკლასო ოთახებიდან ონლაინ სწავლებაზე გადასვლა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, მათ წარმატებით გაართვეს თავი ახალი ტექნოლოგიის საშულებით ვირტუალურ საგაკვეთილო პროცესის ორგანიზებას, რის შედეგადაც სემესტრი შედგა.
496 ოჯახს, ჩვენს დევნილებს ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ახალ ფართობს, ახალ ბინას ან დაუკანონებს უკვე არსებულს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და გაგრძელებაა დევნილებზე ზრუნვის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, ქმნის იდეალურ პირობებს იმისთვის, რომ ბუნებრივი დანაკარგები სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ეხება ტერორიზმის შესახებ 2019 წლის მონაცემებს, ჩვენი, საქართველოს სპეციალური სამსახურები უაღრესად მაღალი ხარისხით არიან შეფასებულები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომია განთავსებული. მიწისქვეშა პარკინგი ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო.
თამარაშვილის გამზირზე წაქცეულ ხესთან დაკავშირებით პირველადი დათვალიერება ჩატარდა. ადგილზე თბილისის მერის მოადგილეები მაია ბითაძე და ირაკლი ბენდელიანი, ეროვნული ბოტანიკური ბაღის ექსპერტებთან ერთად მივიდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ორი პირი დაიბარეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.