დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დამატებითი საპრივატიზაციო აქტივების მოძიება დაავალა.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს და ყველა შესაბამის სამსახურს მადლობა გადაუხადა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 88 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გრძელდება საქველმოქმედო აქცია. საკრებულოს თავმჯდომარის სუმბატ კიურეღიანის ოჯახმა 70 ტომარა ფქვილი თავისი სახსრებით შეჭირვებული ოჯახებისთვის შეიძინა.
საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა ჩატარდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მთელ რიგ შემთხვევებში უკვე ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებს აჭარბებს.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს შეხვდა. შეხვედრაზე იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს, რაც მედპერსონალს დღევანდელ რეალობაში აქვს. მთავარ გამოწვევად პაციენტის მხრიდან ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების დამალვა დასახელდა. ექიმების თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც მათთვის არაა ცნობილი, თუ რა ტიპის პაციენტი ელოდება.
„თქვენ ხართ გმირები, დგახართ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე“ - ასე მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს.
თბილისში, ისნის რაიონში მდებარე N26 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. პროექტი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება, რომელმაც დემონტაჟის შემსრულებელი კომპანია აუქციონის გზით გამოავლინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.