შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული მ.ა. ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე უახლოვდება სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების რიცხვს, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს.
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა, შესაბამისად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 275-მდე გაიზარდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდი, stopcov.ge ავრცელებს.
საქართველო ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის (Pompidou Group) წევრი ქვეყანა გახდა. საქართველოს „პომპიდუ ჯგუფში“ გაწევრების შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
5 მაისს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური გამოყენების შედეგად მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა. საგარეჯოს, თელავის და ყვარლის რაიონების სეტყვისგან დასაცავად სისტემამ 100 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა.
კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ COVID-19-ის კრიზისის პირობებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეაფასება მისცა.
Facebook-სივრცე გაჯერებულია სიყალბით, დეზინფორმაციით და სიძულვილის ენით, თუმცა, თავად „ფეისბუქმა“ გამოააშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ Facebook-ის მიერ საქართველოში ანგარიშების დაბლოკვასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.
სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი გრძელდება. მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების აქციაში კომპანია „არქისთან“ ერთად, მონაწილეობა „ვისოლ ჯგუფმა“ კიდევ ერთხელ მიიღო. კამპანიაში ასევე, ჩაერთნენ „გრადა“ და „ქართული სამართლის ჯგუფი“.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 მაისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.