მთავრობა ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიულ გეგმაზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. ამ მიზნით, მორიგი სამუშაო შეხვედრა, პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF), განათლების კოალიციასა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, ასევე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-სა და პირველი არხი - განათლების მხარდაჭერით, ახალი საგანმანათლებლო პროექტის ამოქმედებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას.
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
ახალციხის აგრარული ბაზარი გაიხსნა. აგრარული ბაზრის შესასვლელში მოქალაქეთა თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, მოწყობილია დეზობარიერი, გამიჯნულია შესასვლელი და გამოსასვლელი, ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებლები პირბადით გადაადგილდებიან, კონტროლდება სავალდებულო 2 მეტრიანი დისტანცია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 მაისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0097 პუნქტით გამყარდა.
ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 850 კვ.მ ფართობზე სრულდება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული და თბილისში მცხოვრები სტუდენტები პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "სექტორი 3"-ის ხელმძღვანელმა ქეთევან ჩაჩავამ მოინახულეს, გაეცნენ მათ საჭიროებებს ადგილზე და საკვები და პირველადი საჭიროების საშუალებების მარაგი გადასცეს. სტუდენტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ.
დიდი ალბათობით, ეს ვირუსი სწორედ იმ პერიოდში უკვე ძალიან დიდ პოპულაციაში შესაძლებელია გავრცელებული ყოფილიყო. ძალიან ბევრ ადამიანს გამოვლინების და სიმპტომების გარეშე ან თუნდაც სიმპტომებით უკვე მოხდილი აქვს, - განაცხადა სისხლძარღვთა ქირურგმა, ჯუმბერ ფარცახაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უსაფრთხოების ნორმების დასაცავად, ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს, ბიზნესმენებმა გიორგი გვასალიამ და ირაკლი წულეისკირმა, პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო აღჭურვილობა გადასცეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომელზეც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.