2020 წლის 22 აპრილს, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა, საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით, გამართა პირველი შეხვედრა ვიდეო–კონფერენციის ფორმატში.

სრულად...

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გუშინ, სოციალურ ქსელში, ბერა ივანიშვილის „ტიკტოკ” პლატფორმაზე ვიდეორგოლის განთავსებამდე, ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა რამდენიმე თათბირი, რომელმაც სამ სააათზე მეტ ხანს გასტანა და ამ თათბირზე განხილულ იქნა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რაც აწუხებს ხალხს და ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში.

სრულად...

2020 წლის 22 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით პირველად გაიმართა ვიდეო–კონფერენციის ფორმატში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130–ე შეხვედრის (მინისტერიალი) გამართვის თარიღისა და ადგილის ცვლილების შესახებ.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ა.კ., ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა პოლიციის მუშაკების მიმართ ჯგუფურად და ძალადობით წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, ბრალდებულებს ა.ტ-სა და ნ.ტ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (22 აპრილი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0053 პუნქტით გაუფასურდა. 

სრულად...

დედაქალაქის მერმა  კახა კალაძემ „ფეისბუქ ლაივის“ მეშვეობით კიდევ ერთხელ ისაუბრა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მნიშვნელობაზე და მოსახლეობას რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვისკენ  მოუწოდა.  

სრულად...

ყველა რეგულაციის, ყველა შეზღუდვის მიზანია, დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე, მაქსიმალურად შევაფერხოთ COVID 19-ის გავრცელება და მივცეთ ჩვენს გმირ ექიმებს იმის საშუალება, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქისათვის უზრუნველყონ მაღალი ხარისხის მომსახურება და შეძლონ მათი სიცოცხლისთვის ბრძოლა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

სრულად...

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეო ჩართვაში, ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე ისაუბრა. 

სრულად...

თბილისში  მოქმედ ბიზნესკომპანიებს დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ პერიოდზე, რა დროსაც შეჩერებულია მათი საქმიანობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქ ლაივში“ ჩართვის დროს. როგორც  დედაქალაქის მერმა თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა,   ყველა ის ბიზნესკომპანია, რომელთა საქმიანობაც საგანგებო მდგომარეობის გამო შეჩერებულია,  მერიის საწარმო "თბილსერვისჯგუფმა" აღრიცხა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი