გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტეში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსი 431 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 114 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ესტუმრა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოში კორონავირუსის საკითხზე შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი საკარანტინე ზონაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათი მკურნალობის პროტოკოლს გაეცნო.

სრულად...

წერილში, რომელიც ბრისტოლ-თბილისის დაძმობილების ასოციაციის თავმჯდომარემ და ბრისტოლსა და სამხრეთ დასავლეთ ინგლისში საქართველოს საპატიო კონსულმა, დერეკ პიკაპმა გაერთიანებ.ულ სამეფოში საქართველოს ელჩს, სოფიო ქაცარავას გაუგზავნა, ყურადღება გამახვილებულია საქართველოზე, როგორც კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის მაგალითზე, რომელმაც სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით დროულად დაკეტა ქვეყნის საზღვრები და დააწესა შეზღუდვები.

სრულად...

კომპანია „ზოომარტმა“ M2 კატეგორიის ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვაზე განაცხადი თბილისის მერიაში დღეს, 16:09 საათზე შემოიტანა და თანხმობა 16:34 საათზე მიიღო, - აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი აქვეყნებს. 

სრულად...

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და  14 აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმეს, სამი პირი კი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

სრულად...

მთავრობის მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯების და ჩვენი ეპიდემიოლოგების, ექიმების დაუღალავი შრომის შედეგად, საქართველოში გვაქვს კორონავირუსით გამოწვეული მინიმალური ფატალური და მცირე რაოდენობით დაინფიცირების შემთხვევები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (23 აპრილი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0105 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გამართა. 

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი