საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო, 132 ქვეყნის 206 წარმომადგენელს სიტყვით მიმართა და მათ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ის ნაბიჯები გააცნო, რომლებიც სახლში დარჩენილთათვის კულტურული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გადაიდგა.
საქართველოში კორონავირუსი 420 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 107 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
რეანიმაციაში კვდება პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ოჯახის წევრის დაუდევრობის გამო გადაედო, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანთიკი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სოფელი დღეს 06:00 საათზე ჩაიკეტა.
დედაქალაქის მერმა დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მის მიერ გამოთქმული ინიციატივა, რომელიც კვირის ან თვის გარკვეულ დღეებში კერძო ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვას ეხებოდა, კიდევ ერთხელ განმარტა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზეა წარდგენილი. მისი კანდიდატურა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ოფიციალურად ხუთშაბათს შევა.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას არ აქვს პასუხი „რას უპირებენ მილიონამდე უმუშევრად დარჩენილ ადამიანს“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგანგებო მდგომარეობის გაგრძლების შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
საქართველოში კორონავირუსი 416 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 107 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.