საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა.

სრულად...

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კიდევ რამდენიმე სერვისის გაცემა განაახლა. დღეიდან სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა და დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განაახლა.

სრულად...

რამდენიმე დღის წინ ლიბერთის მიერ დაანონსებული ახალი პროდუქტი სოციალური ბარათების მფლობელებისთვის, დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს წამყვან სააფთიაქო ქსელებში: ავერსი, ფარმადეპო და პსპ. ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, აღნიშნულ პარტნიორ კომპანიებში ბარათით გადახდისას ნაღდი ფულის გატანასაც შეძლებენ. კერძოდ, მომხმარებელს მინიმუმ 5 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენისას, ნებისმიერი აფთიაქის სალაროდან 50 ლარამდე ოდენობით ნაღდი ფულის მიღების შესაძლებლობა ეძლევა.

სრულად...

გუშინ, ჩვენს ცენტრში გაკეთებული 14 ტესტიდან პასუხი ყველაზე უარყოფითია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 227-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი უკვე 52-ს შეადგენს. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

„ახლახან ამოვედი აფთიაქიდან და წნევის წამალი ლორისტა ჰ, რომელშიც სულ რაღაც 2 თვის წინ კოლოფში 4 ,60 ვიხდიდი დღეს 1 ფირფიტაში 11 ,80 გადამახდევინეს!

სრულად...

ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ძალისხმევითა და ორგანიზებით, აშშ-ში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე, მარიამ კალომლეწავი სამშობლოში დღეს გადმოასვენეს, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად კოვიდ-19–თან გამკლავებაში, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა და დასძინა, რომ ევროპა თავად ებრძვის „კოვიდ-19“–ის პანდემიას და ცდილობს მისი მწვავე შედეგების დაძლევას, თუმცა, ის კვლავ პარტნიორების გვერდით დგას.

სრულად...

ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რადგან ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი, უნდა იყოს სამაგალითო, საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსი 218 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 - გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი