ვარკეთილსა და დიდ დიღომში მდებარე სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრებ 64 ოჯახს ნობათები გადაეცა. ვარკეთილის სოციალურ საცხოვრისში თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
პაკისტანში სამარათალდამცველებმა დააკავეს ექიმები, რომლებიც ქვეყანაში სამედიცინო აღჭურვილობის სიმცირეს აპროტესტებდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტრო 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს პნევმოკოკზე აცრის, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.
საქართველოს მთავრობა საწარმოებში საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების აქტიურ შემოწმებას იწყებს, - გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის რამდენიმე დაუდგენელი შემთხვევა ნამდვილად არსებობს.
ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა OECD-ის ანგარიშს, სადაც საქართველო დისტანციური სწავლების კუთხით ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად არის შეფასებული, სამინისტროს მხრიდან წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა და დიდი მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ასეთი ენთუზიაზმით არის ჩართული დისტანციური სწავლების განხორციელებაში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დამცავი ფარები მათ ნიღაბთან ერთად უნდა ეკეთოთ და სახეზე ჩამოფარებული ჰქონდეთ.
კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, თუმცა არის მოსაზრება, ამაში კერძო სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
თბილისში სამ ლოკაციაზე სანოტარო მომსახურება განახლდა, - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.