მათ ვინც კორონავირუსით ეკლესიებში დაინფიცირდება, მხოლოდ ლოცვით ვუმკურნალებთ, - ეს განცხადება იტალიის რეგიონის - კამპანიის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მატეო სალვინმა საკუთარი ინიციატივა გააჟღერა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 158 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანის თქმით, შესაძლოა, ადამიანების 80 პროცენტი კლინიკური ნიშნების გარეშე იყოს, რაც საზოგადოებისთვის საშიშია.
ფოთის გადაადგილების საკონტროლო პუნქტებზე მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კონტროლის წესები შეიცვალა. ავტოტრასნპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო ექიმები მგზავრებს თერმოსკრინინგს მანქანაშივე უტარებენ. მხოლოდ ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში უწევს მოქალაქეს განმეორებითი თერმოსკრინინგი საგუშაგოებთან მდებარე საველე სამედიცინო პუნქტებში. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში კი, სამხედრო ექიმები მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ამუშავებენ, მის კონტაქტებს არკვევენ და ინფორმაციას დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს დაუყოვნებლივ აწვდიან.
თბილისის ინფექციური სააავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია და ის ეროვნულ ბანკს უკავშირდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსისგან 1 დღეში რეკორდულად მაღალი რაოდენობის - 1,736 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რიცხვმა 12,722 შეადგინა, ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევები 398,000-ზე მეტს აღწევს, რაც მსოფლიოში, სადაც შემთხვვების რაოდენობამ 1.4 მილიონს გადააჭარბა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ახალი სახელმწიფო პროგრამით, ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ბიზნესი საკუთარი ინტერესების დაზიანების გარეშე მოახდენს მოსახლეობის აუცილებელი პროდუქციით უზრუნველყოფას, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
7 აპრილიდან 9 აპრილის ჩათვლით ქ. ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ვიზიტი იმართება. აღნიშნული შენაერთის შემადგენლობაში შედის 5 ნატო-ს წევრი ქვეყნის - ბულგარეთის, კანადის, იტალიის, თურქეთის და რუმინეთის საზღვაო ხომალდი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.