საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 მარტი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0236 პუნქტით გამყარდა.
ლიბერთი ბანკის სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად, სოციალური ტიპის ძირითად ბარათებს, რომელთა მოქმედების ვადა მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა, დღეიდან, მოქმედების ვადა მაისის ბოლომდე გაუხანგრძლივდათ.
საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთაგან ერთ-ერთი წლისთავზე იმყოფებოდა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ მინისტრთან შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ესპანეთში საქართველოს მოქალაქის კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძირა.
დღეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამი თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომელთაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ (AIC), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროექტი: „რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისათვის – ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“ განახორციელა.
ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, – აღნიშნულის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება, მაგრამ ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა, - განაცხადა საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საკონსერვო პროდუქციის მწარმოებელ სამი მსხვილი კომპანიის „კულა“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და „კასპის საკონსერვო ქარხანა“ ხელმძღვანელებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.