„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა ე.წ. მათემატიკური მოდელირების მაგალითების, სხვადასხვა ვერსიები ეპიდემიის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში“, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შეკავების პროცესში გადადგმული ნაბიჯები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან განიხილეს. 

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 მარტი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0312 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შეკავების პროცესში გადადგმული ნაბიჯები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა პრემიერც მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა.

სრულად...

გარდა, სამედიცინო სავალდებულო რეკომენდაცია-მოთხოვნების შესრულებისა და ეპიდემიის პირობებში სამედიცინო სისტემის მაქსიმალურად ფუნქციონერებისა, საჭიროა სწრაფი სოციალ-ეკონომიკური ცვლილებების გატარება, თუ გვინდა, რომ ქვეყანა მწვავე სოციალური აფეთქებისგან ვიხსნათ, რომელსაც უმძიმესი შედეგები ექნება ყველა თვალსაზრიდით, მათ შორის პოლიტიკურ ასპექტში!

სრულად...

ახალი კორონავირუსის დამდგენ ტესტებთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, გიორგი ვაშაძის შეთავაზებაზე, რომ მას შეუძლია გაუწიოს დახმარება შესაბამის უწყებებს, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომ დააკავშიროს ისინი ტესტების მომწოდებლებთან, კომენტარი ცოტა ხნის წინ ამირან გამყრელიძემ გააკეთა და თქვა, რომ „თუ მას [ვაშაძეს] შეუძლია პირადად დაგვეხმაროს და ტესტები ჰუმანიტარული წესით გადასცეს ქვეყანას, ამაზე მხოლოდ მადლობელი ვიქნებით“.

სრულად...

24 საათში ზედიზედ ორჯერ უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეს პაციენტს, რომ ის გამოჯანმრთელებულად ჩაითვალოს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას დაესწრო.

სრულად...

თბილისის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს თბილისის მერის მაოდგილე ილია ელოშვილმა და წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ მოაწერეს ხელი. 

სრულად...

ესპანეთი კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობით მეოთხე ქვეყანა გახდა მსოფლიოში - ჩინეთის, იტალიის და ირანის შემდეგ. უახლესი მონაცემებით, ინფექციით დაღუპული პაციენტების რიცხვმა იქ 1 002-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობა კი, თითქმის 20 000-ია. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 1588 ადამიანი.

სრულად...

დედაქალაქის მერია სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, პრევენციული ღონისძიებების გატარებას და ყველა იმ რეკომენდაციის შესრულებას განაგრძობს, რომელიც დარგის სპეციალისტებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის მოცემული, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი