ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა რევაზ პაპუაშვილმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მდებარე „მაჩხომერის“ გორაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგების შესახებ მოხსენება წაიკითხა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 ნოემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0042 პუნქტით გაუფასურდა.
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დიდუბის ხიდთან, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ შუა გამყოფ ზოლს ამწვანებს. გამწვანების პროცესს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იაპონიის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის NTT Security-ის აღმასრულებელ დირექტორს კაზუ იოზავას შეხვდა.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველო ხდება ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა, როგორიც არის ევროპის საბჭო სიმბოლურია ისიც, რომ ეს ემთხვევა ჩვენს გაწევრიანებას 20 წლის წინ ამ ორგანიზაციაში, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადმობარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტირებისას.
პანკისის სოფელ საკობიანოში სავარაუდოდ გვარებს შორის დაპირისპირების დროს ოთხი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს, მათგან ერთი გარდაიცვალა.
პრაღაში, ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროში, საქართველო-ჩეხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომიტეტის მე-5 სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩეხეთის მხრიდან ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილე მარტინა ტაუბეროვა უძღვებოდნენ.
გერმანიიდან თავშესაფრის მაძიებელი ქართველები გამოაძევეს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ისინი სამშობლოში ზაქსენის მიწიდან 26 ნოემბერს გაამგზავრეს.
გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში გამართული შეხვედრის სურვილი ორმხრივი იყო.
ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მომავალი საჯარო მოხელეები მიიღო, რომლებმაც სტაჟირება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ეგიდით დანაშაულის პრევენციის ცენტრში გაიარეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.