ცაგერის მუნიციპალიტეტში ორმა სამართალდამცველმა ერთმანეთს ესროლა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც დაპირისპირებულ პოლიციელებს აშველებდა. მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა, კომპანია GWP-ის კომერციულ დირექტორთან გიორგი სვანიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად“.
სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“, უკრაინის ქართველთა ასოციაციის “იბერიელი“, უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და მხარდაჭერით, ქ. კიევში, კინოთეატრში „ჟოვტენი“, საზეიმოდ გაიხსნა ახალი ქართული კინოს XV ფესტივალი, რომელიც წელს შინდისის გმირების და გია ყანჩელის ხსოვნას ეძღვნება.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის კონფერენციას დაესწრო. ორი დღის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურები ევროკავშირის სამხედრო ოპერაციებსა და მისიებს, ორგანიზაციის სამხედრო შესაძლებლობებსა და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს განიხილავდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბულგარეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობის შედეგად საქართველოში სკოლის მიღმა დარჩენილი ყველაზე დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი გახდება;
მიმდინარე წლის 26 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სოფელ ღების მოსახლეობას შეხვდა და ღების საჯარო სკოლის ახლადგარემონტებული შენობა მოინახულა.
საქართველოს ეროვნული გმირები, მერაბ კოსტავა და ჟიული შარტავა! - მერაბი, ჯერ კიდევ ყმაწვილი ოცნებობდა საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე, ამიტომ, მთელი თავისი ცხოვრება იბრძოდა საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ..."
თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში მცხოვრებ 21 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. ისინი დიდი დიღმის II მ/რ-ის 27ა-ში 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ, თუმცა წლების განმავლობაში საცხოვრებლების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ფართები მათ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 ნოემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0041 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.