ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ლევან იზორია გახდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინსტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრა გადაიდო. კენჭისყრა ხვალ 12:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას კრიზისების რეაგირების ინსტრუქტორთა მომზადების კურსი ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, საპატრულო პოლიციის დირექტორთან, ვაჟა სირაძესთან ერთად, ქალაქ გურჯაანში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების პრეზენტაციას დაესწრო.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას უახლოეს დღეებში დაიწყებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განაცხადებით თბილისში სასმელ წყალს პრობლემა არ გააჩნია და შესაბამისი კომპანია ლაბორატორიულ კვლევებს ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად კიდევ 45 ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ივერთუბნის დასახლებაში თბილისის მერია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) ერთად, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს, - განაცხადა დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.