თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ორი წლის განმავლობაში, მათგან მხარდაჭერას გრძნობს.
დარწმუნებული ვარ, ქვეყანა მიიღებს პროპორციულ არჩევნებს და ხელისუფლებას არ გამოუვა ის ტრიუკები, რითიც არის დაკავებული ,- განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.
მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას „არ გაბედო ჩაგდება“ მართავს. პარლამენტის შენობასთან ამ სლოგანით მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები საპროტესტო აქციას მართავენ.
დღეს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, - შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს იწყებს. როგორც თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა, სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი და სოციალური პირობები ნატოს სტანდარტების შესაბამისი იქნება.
ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელოვნურად დაჩქარება ვერ მოხდება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა.
ხონის მეორე საჯარო სკოლაში ახლადრეაბილიტირებული სპორტ დარბაზი საზეიმო ვითარებაში ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და სკოლის დირექტორმა ნუნუ ანდრიაძემ მოსწავლეებთან ერთად გახსნეს. ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანანა გოფოძე და განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ქობალია ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.