შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა და სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის" ახალი ეტაპი საზოგადოებას წარუდგინა. მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გეგმების შესახებ პრეზენტაციით გააცნო.
პირველად საქართველოში, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატის „Bocuse d’Or“ ეროვნული შესარჩევი კონკურსი გაიმართა.
მიმაჩნია, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს, - განაცხადა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მარტვილში, ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ამჟამად, დედაქალაქში 9 ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი შენდება, რომელთაგან ერთი - სოფელ ფონიჭალაში მდებარე N81 ბაგა-ბაღი, ნოემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება.
ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ორგანიზებული ის პროცესები, რაც დღეს ეკლესიაში და საპატრიარქოში ხდება, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ.
მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას დღეს, 4 ნოემბერს დატოვებს. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ჟურნალისტებს თავად მეუფე პეტრემ განუცხადა.
თბილისში, გურამიშვილის გამზირის N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. 39 წლის მამაკაცს დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ, სადაც სხეულის 60%-იანი დამწვრობით მოათავსეს.
საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის საფრთხეებიდან გამომდინარე, რუსეთსა და დასავლეთს შორის ახლანდელი დაძაბულობა მსოფლიოს „კოლოსალურ საფრთხეში“ აყენებს.
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავიდან უნდა გამოიძიოს „დეკანოზ მამალაძის საქმე“, რადგან მისი თქმით, „დეკანოზი“ მამალაძე აპირებდა არა შორენა თეთრუაშვილის მოკვლას, არამედ ის გეგმავდა პატრიარქის მკვლელობას“.
ა.წ. 3 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.