პანკისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შეუშვეს. მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის, შალვა თადუმაძისთვის კითხვების დასმა სურს.
აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება 2016 წელს სოციალური მედიის საშუალებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენას ახდენდა.
ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი დუბლინის ახალ ლორდ-მერს, პოლ მაკ ოლიფს შეხვდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს, 9 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-8 კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს მოუსმენს. მოსმენა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე 10:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა.
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდა. იგი მცოცავი ოკუპაციის შედეგებს პირადად გაეცნო.
ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოდან ბუნებრივი მემკვიდრეობა იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევა, რაც მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის ცნობადობას გაზრდის“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბათუმში, სასტუმროში „ჰილტონი“ გამართულ საქართველოს დაცული ტერიტორიების UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის წარდგენასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მალაიზიის მრეწველობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, დატუკ იგნატიუს დარელ ლეიკინგთან.
ევროპასა და აზიაში მიმდინარეობს გეოპოლიტიკური სტრატეგიების გადათამაშება, ხოლო ამ თავსატეხის გაბნეული ფიგურბი კავკასიაში იყრის თავს, მათ შორის სამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.