ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობა მიმდინარეობს.
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევასთან აკრედიტებული გაეროს ორგანიზაციებში ვიქტორ დოლიძე 2020 წლისთვის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.
ღვინის ფესტივალი „მარნეული - ვაზის აკვანი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ჩვენ ახალი ენერგია გვჭირდება ეკონომიკაში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დამატებით სამუშაო ადგილები შევქმნათ, არამედ იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ღვინის ხარისხის კონტროლის მიზნით, ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილეს.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა 3.6 მილიონ სირიელ ლტოლვილს ევროპისკენ მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ ევროპული ქვეყნები თურქეთის მიერ ჩატარებული ოპერაციისთვის ოკუპაციის იარლიყის მიკერებას კვლავ განაგრძობენ.
ევროპა თერმული მემკვიდრეობის დღის მე-10 წლისთავს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით 9-12 ოქტომბერს EHTTA-ს ( ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის) გენერალური ასამბლეა და სასწავლო ვიზიტები იმართება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0081 პუნქტით გაუფასურდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა "მოწყალება გაიღო" და ხვალიდან, მხოლოდ ჩვენს სამღვდელოებას (ქართველ მომლოცველებს და უცხოელ ტურისტებს კი, არა!) - "შეუშვებენ" უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებში!
მიმდინარე წლის განმავლობაში, ნაძალადევის რაიონში მდებარე კორპუსების მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები 30 მისამართზე შეიცვალა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის რაიონის გამგეობამ 403 594 ლარი დახარჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.