გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევაზე – აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან ერთად დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
ცოტნე გამსახურდია საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ მისი ბიოგრაფიის ნახვა „სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მიხვდე ვისია და ვინ არის“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხვალ მინისტრობის კანდიდატებთან ფრაქციის ფორმატში შეხვედრას არ აპირებენ, – აღნიშნულის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.
დასრულდა ISAF–ის მისიაში გმირულად დაღუპული მესამე ქვეითი ბრიგადის და 31–ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის გათამაშება ფეხბურთში.
„ტყვიის საწარმოს მშენებლობის შესახებ პროექტი მქონდა, რაც უნდა გავაკეთოთ და დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წარმოება, ბირთვულის გარდა“, საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში გამოსვლისას გაკეთებულ აღნიშნულ განცხადებას „ერთიანი ნაციოალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭის წევრი ზაზა ბიბილაშვილი „ფეისბუქზე“ ეხმაურება.
მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული საქმის გამოძიების ფარგლებში, მაჩალიკაშვილის დაკავების აუცილებლობა არ დადგა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მიერ დასმული კითხვის პასუხად.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 სექტემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0065 პუნქტით გამყარდა.
8-იდან 22 სექტემბრამდე წინანდლის ისტორიულ მამულში წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართება.
„არსებულ გამოწვევებზე ჩვენ უკვე გვაქვს მკაფიო პასუხები - პირველი მშვიდობის დაცვაა, მეორე - მდგრადი და სტაბილური განვითარება, მესამე- ადამიანების დახმარება, მეოთხე - სამშვიდობო პოლიტიკაში პროაქტიული ნაბიჯების გადადგმა” , -ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.