4 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 სექტემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გამყარდა.
თბილისის მერი კახა კალაძე, ორბელიანის მოედანზე, სადაც უახლოეს მომავალში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, მუნიციპალური პავილიონის მუშაობის პროცესს გაეცნო.
„ის რომ საქართველო აღიარებულია ლიდერ ქვეყანად ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის ‘აღმოსავლეთ პარტნიორობის’ ფორმატში და არა მარტო, ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა და ამაზე ყველა ღიად საუბრობს’ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მთავრობის საგარეო პოლიტიკის სხვა პრიორიტეტებთან ერთად ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შeმსრულებელმა დავით ზალკალიანმა საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციის და დიაპორის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ვრცალდ ისაუბრა აშშ-საქართველოს სტარტეგიული პარტნიორობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.
„საქართველოს მთავრობის მოწვევით, 2019 წლის ოქტომბერში, ბათუმში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) მეხუთე ვიზიტი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ნატოსა და საქართველოს შორის როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. ამასთან დეკემბერში დაგეგმილი ნატო-ს ლიდერთა შეხვედრამდე NAC-ის ვიზიტის გამართვა იმის მანიშნებელი იქნება, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, და რომ ის ნატოს ღირებული და სანდო პარტნიორია“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საუბრისას განაცხადა.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, პოლიციელისა და ჯარისკაცის სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულები არ უნდა შეიწყალონ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ლევან თევზაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აღნიშნულის შესახებ თავად ლევან თევზაძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება და გამწვანება დაავალა.
კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე საპატიო თბილისელის წოდების მინიჭების თემასაც შეეხო და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ განაცხადების მიღების ვადა 14 სექტემბრამდეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.