ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს ე.წ. სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟა. მათი განმარტებით, ეს ნაბიჯი მათ „ქართული მხარის პროვოკაციების საპასუხოდ გადადგეს“.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საკომიტეტო მოსმენისას სკოლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
პარლამენტში დღეს ძალოვანი მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. კანონმდებლები თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს ელოდებიან.
„საქართველოში პოლიციელის დანიშვნა თავდაცვის მინისტრად ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა არმიისთვის, პოლიციელი მინისტრები არმიაში პოლიციური მიდგომების დამკვიდრებას უწყობენ ხელს, რაც ფაქტობრივად ჯარში, არმიული, დოქტრინული ერთიანობის მოშლას განაპირობებს და შესაბამისად არმიის გარკვეული დოზით დემორალიზება ხდება“, - აცხადებს „მებრძოლთა ლიგის“ დამფუძნებელი ბადრი შელია.
ღარიბაშვილი არასდროს არ შეასრულებს გახარიას დავალებას, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლაში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, ზაზა ბუკიასთან ერთად გაეცნო.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სიის შესარჩევად კენჭისყრის პირველი ეტაპი უკვე ჩაატარა. ცნობილია იმ კანდიდატთა ჩამონათვალი, რომლებიც კენჭისყრის მეორე ეტაპს გაივლიან.
თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა. დედაქალაქის მერს ჯილდო აზერბაიჯანის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა გადასცა.
მთაწმინდის რაიონში ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სრულდება. მოედნების კეთილმოწყობა სულხან-საბას და ჯამბულის ქუჩებზე, ასევე, ოქროყანაში, ბ და გ ზონებში მიმდინარეობს.
ნაძალადევის რაიონში, სააკაძის III შესახვევში გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 873 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.