„ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩა და შიდა დაპირისპირება სხვას არავის უწყობს ხელს, თუ არა რუსეთს და დღესაც მისი ყველაზე კარგად გამოცდილი იარაღია“, ასე ეხმაურება პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და დასძენს, რომ „დროა, სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ყველა დარღვევაზე, წესრიგი დაამყაროს და საშუალება არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს, მოსკოვის გეგმები გაატარონ“.
საგზაო ინფრასტრუქტურული მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
„პარლამენტში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ყველას აწუხებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა“, ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა. მათ უკან სახანძრო მანქანები მოჰყვებიან და წყლის ჭავლს უშვებენ.
„როგორც საზოგადოებამ იხილა, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“, - ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, რუსთაველის გამზირზე განაცხადა, რომ ოპოზიციის გეგმა არის დროებითი ეროვნული ხსნის მთავრობის ჩამოყალიბება და პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და მოუწოდებს „ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“.
ცრემლსადენი გაზი გაუშვა პოლიციამ პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე, რასაც აქციის დაშლა მოჰყვა, თუმცა დემოსტრანტების ნაწილი ისევ რჩება პარლამენტის შენობასთან.
„ხალხის სამართლიანი პროტესტის გამოყენება სცადეს პოლიტიკოსებმა, პროვოკატრომა „ნაციონალებმა“ და ყველა ვინც ამას გაბედავს, პასუხს აგებს კანონის წინაშე“, - განაცხადა პრემიერ მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.