საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ცინცაძის ქუჩაზე N79, N83 და N85 კორპუსების მიმდებარედ, სკვერების რეაბილიტაცია განხორციელდა.
გახარია უნდა გადადგეს, კობახიძე უნდა გადადგეს, გომელაური უნდა გადადგეს, აღნიშნული განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა და დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„კანონს არღვევთ, შეგვიშვით პარლამენტში!“ – არაერთხელ მიმართა თავის თანამოაზრეებთან ერთად პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა პოლიციელებს, რომლებსაც პარლამენტის შენობის შესასვლელი კორდონით აქვთ გამაგრებული და ოპოზიციის წარმომადგენლებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძელევენ.
ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს ბაქოში ვიზიტად მყოფი პირველი კანონმდებელი ირაკლი კობახიძე.
უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა, ასე ეხმაურება პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალში გარე განათების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
ალბათ, წინასწარ უნდა გვეფიქრა, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, როდესაც პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის ფარგლებში რუსი დეპუტატები სიტყვით გამოდიოდნენ.
ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას, აღნიშნული განცხადება რამდენიმე წუთის წინ ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.