ონის მერიის პრესსასმახურის ცნობით, ინფრასტრუქტურული ღონისძიება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის უფროსი ბადრი ფილაშვილი სოფელ კუწახტაში მოსახლეობას შეხვდნენ.
ონის მერიის პრესსასმახურის ცნობით, სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
კრწანისის რაიონის გამგეობის ინიციატივის - „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს უბანზე“ ფარგლებში, დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო. შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ კრწანისის რაიონში შვიდი ლოკაცია დაასუფთავა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 მაისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0136 პუნქტით გაუფასურდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში 3 პირი დააკავა.
სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგი მიხეილ ძოწენიძე გაიხსენეს და 100 წლის იუბილე აღნიშნეს. მიხეილ ძოწენიძე ფიზიკის პედაგოგად 50 წელზე მეტი მუშაობდა რიონისა და ზარათის სკოლებში. დღეს მისი პედაგოგიური წლები, მისი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება ყოფილმა მოსწავლეება, კოლეგებმა, უმცროსმა მეგობრებმა გაიხსენეს.
საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi დღეს 19:30-ზე “სანდენსის” გამარჯვებული ფილმით “Honeyland” კინოთეატრ “ამირანში” გაიხსნება. ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება და მას კინოთეატრი “ამირანი” და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი მასპინძლობენ.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა არასამთავრობო სექტორსა და საპროექტო კომპანიებს სატრანსპორტო სქემების შედგენის მეთოდური დოკუმენტის პროექტი გააცნო.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.