ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ, არჩევნებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები შეასრულოს.
ჩვენი ამოცანაა, თბილისი აუცილებლად გავხადოთ ევროპული კატეგორიის დედაქალაქი ყველა სტანდარტის მიხედვით, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის ახალი მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად, თბილისის მოსახლეობას ახალი, MAN-ის მარკის, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა. მისი თქმით, მუნიციპალურ ავტოპარკს პირველ ეტაპზე 90 ახალი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსი დაემატა, რომლითაც ჩანაცვლდება ამორტიზებული ყვითელი ავტობუსები.
იუსტიციის მინისტრი „რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროსასამართლოს მიერ გამოყენებული შეჩერების მექანიზმის ფონზე, ტელეკომპანიის მენეჯმენტში, ვერანაირი ცვლილება საჯარო რეესტრით ვერ დარეგისტრირდება.
ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში გმირი ქართველების, ერმალოზ კობერიძის და გალაკტიონ რაზმაძის ძეგლები და მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.
მე არ მეშინია ციხის, ციხიდანაც ვიბრძოლებ, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას მალზახ მაჩალიკაშვილმა გააკეთა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხოშარაში ჩამოწოლილი მეწყერისაგან იწმინდება გზა, რომელზე გადაადგილებაც შაბათის გადაუღებელი წვიმის შემდეგ, დროებით შეზღუდული იყო.
სრულიად ნათელია, რომ „რუსთავი 2“-ზე შეტევა ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მედიაზე შეტევა, მხოლოდ იმისთვის რომ საკუთარი ძალაუფლება გაამყაროს და შეინარჩუნოს, განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.
ირანი 2015 წელს დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების მთავარი ვალდებულებებიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ აღნიშნული შეთანხმება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დატოვა. პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ თეირანი შეინარჩუნებს გამდიდრებული ურანის მარაგებს ქვეყანაში და არ გაყიდის მას საზღვარგარეთ. იგი ასევე დაიმუქრა, რომ 60 დღეში უფრო გამდიდრებული ურანის პროდუქციის წარმოებას განაახლებს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრალდებას კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ მშვიდობიანი და სამართლებრივი ბრძოლის გზიდან არა გადაუხვევია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.