საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, მწვანე გამოფენა-გაყიდვა Green Expo 2019 გაიმართა, რომლის მიზანი საბაღე კულტურის განვითარება და ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პრემიერთან და თბილისის მერთან ერთად, რიყის პარკში საქართველოს მოსახლეობასა და დედაქალაქის სტუმრებს ,,ევროპის დღეები - 2019“ მიულოცა და აღნიშნა, რომ ასე ახლოს საქართველო ევროპასთან არასოდეს ყოფილა.
თბილისში „ევროპის დღეები“ ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან ერთად დაესწრო.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისში, პეკინის 41 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან ქალი გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად, 45 წლადე ქალი გარდაიცვალა.
ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და აშშ-ის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დახვდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა მამკოდის მიმდებარედ, ძლიერი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე დარჩენილი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადმოიყვანეს.
რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირი 5 მაისს ვენესუელელ კოლეგას შეხვდება. რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სერგეი ლავროვი ხორხე არეასას მოსკოვში უმასპინძლებს.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 5 მაისს 12:00-18:00 საათამდე, ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში ყოველწლიური მწვანე გამოფენა-გაყიდვა Green Expo 2019 გაიმართება.
თბილისის მერიის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირი, ვისაც საკურორტო ვაუჩერის მისაღებად განცხადება აქვს შეტანილი მერიაში, დაკმაყოფილდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.