დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მიზნით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ორგანიზებით საქველმოქმედო სპორტული აქცია “Run and Bike” გაიმართა.
მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“-ის საბოლოო დაგეგმარების კონფერენცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დასრულდა. რიგით მე-9 სწავლებაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად საბოლოო დეტალებზე შეთანხმდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ერაყის მოქალაქე, ამჟამად საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლების მქონე, 1976 წელს დაბადებული მ.შ. თბილისში დააკავა.
ევროპის დღეებთან დაკავშირებით, 4 მაისის 24:00 საათიდან 6 მაისის 06:00 საათამდე ევროპის მოედანზე მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
წარსულში ნასამართლევი გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 2 პირი - 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1991 წელს დაბადებული ხ.ჭ. დააკავეს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ონი-ირის გზის ასფალტირებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
თბილისის მერი კახა კალაძე ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურების გაწმენდის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის ტერიტორიაზე, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ცხენისწყალმა, ნაწილობრივ დააზიანა დამცავი გაბიონი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და ლასურიაშის საჯარო სკოლას საფრთხე შეუქმნა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.