ინფრასტრუქტურული პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 504 ათას ლარს შეადგენს.
ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მსახიობის ავტომობილის ჩხრეკისას 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი - ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გაუპატიურებისთვის ბრალდებულებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას - „ისწავლე და დასაქმდი“ იწყებს.
თბილისის მერია დედაქალაქში სამი მიმართულებით, ახალი საბაგირო გზების ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ განიხილება საბაგირო ტრანსპორტის „სამგორი-ვაზისუბანი“, „ახმეტელი-თემქა“ და „სამება-მახათას მთის“ მიმართულებით განვითარება.
ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებულ მეტროს 50-ე შახტს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განცხადა.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, თითქოს, თბილისის მერის მოადგილეებს და ვიცე-მერს ხელფასები გაეზარდათ. ამის შესახებ მან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება, ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე, ოთხი პირი პასუხისგებაში მიეცა.
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნიქოზის ორი მკვიდრი დააკავეს. ადგილობრივების დაკავება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.