საბურთალოს რაიონში, ორ მისამართზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. შესაბამისი სამუშაოები ფანასკერტელის ქუჩა N16-ში და პეტრიწის ქუჩაზე, N5ა კორპუსის მიმდებარედ ჩატარდა.
თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე იმყოფებოდა, სადაც დაზიანებული ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ვლადივოსტოკში შედგა. ეს ორი ქვეყნის პირველი პირების პირველი შეხვედრაა. კრემლის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერი შეხვედრაზე მთავარ თემად კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება განიხილა.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი ესწრებოდნენ.
სამგორის რაიონის გამგეობა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას სხვადასხვა მისამართზე აწარმოებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 აპრილი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0003 პუნქტით გაუფასურდა.
„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ეს კანონპროექტი იძლევა მაღალკვალიფიციური, კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევის არა მარტო საშუალებას, არამედ გარანტიასაც და ამის ნათელი მაგალითი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს პარლამენტი, როდესაც დაამტკიცებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს“, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
ვაკის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს სხვადასხვა მისამართზე 75 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა.
„ჩვენთვის შემაშფოთებელია მზარდი მილიტარიზაცია, რომელსაც თვალყურს ვადევნებთ სამწუხაროდ, როგორც აფხაზეთში, ასევე, ცხინვალის რეგიონში და ეს წვრთნებიც არის ამის ერთ-ერთი გამოხატულება“, ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსი და აფხაზი სამხედროების მონაწილეობით, წვრთნების დაწყებას.
„დისკუსია ძალიან კონსტრუქციულად და საინტერესოდ წარიმართება, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, სრული შეთანხმებით მოვახერხებთ ცვლილებების მომზადებას ოთხივე საკითხთან დაკავშირებით“, ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მართლმსაჯულების მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, ბორჯომში მიმდინარე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.