„მე ვიყავი ის ადამიანი, ვისაც თავად „ოცნება" მდებდა ბრალს, რომ ნამეტანი ლმობიერი ხარ „ნაცონალებთან" ურთიერთობაშიო პარლამენტის თავმჯდომარეობისას, აღნიშნული განცხადება „TV პირველზე“ „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" სტუმრობისას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ამჟამად კი, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონს ეწვია. სალომე ზურაბიშვილმა წყალტუბოში ვიზიტი ქალაქის ცენტრალური ნაწილის დათვალიერებითა და ტურისტულ პოტენციალის გაცნობით დაიწყო.

სრულად...

„არანაირი ეჭვი არ არსებობს  იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ, როგორც შუალედური პრეზიდენტი და გარდამავალი მთავრობა, სრულ კონტროლს მოვიპოვებთ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე,  ვიმუშავებთ საქართველოსთან. ჩვენ გვინდა გავხსნათ ურთიერობები საქართველოსთან", განაცხადა აშშ-ში ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა. პრეზიდენტმა ის ბაზები მოინახულა, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან დისლოცირებული და ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებენ.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის 1 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა.

სრულად...

თბილისში, ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, კვირას, 10 თებერვალს, 07:00 საათიდან 11:00 საათამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით და სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით, ხიდზე და მის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

სრულად...

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა  ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მოქმედ აღმასრულებელ მდივანთან, სინტია ჰაგერთან შეხვედრა გამართა.

სრულად...

ახმეტის მუნიციპალიტეტში გამწვანების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ნერგები ბახტრიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო.

სრულად...

ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. მიმდინარე წლის 8 თებერვალს, შეხვედრები გაიმართა შემდეგ სოფლებში: ონჭევი, პიპილეთი, ჟაშქვა, სორგითი, სორი, გადამში, ჭვებარი.

სრულად...

ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ათეულები საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) უშუალოდ ჩართვამდე წინამოსამზადებელ სწავლება-შეფასებას გადიან.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი