სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი მიიღო.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა, საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 ნოემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0152 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მე-2 როტაცია დასრულდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს პროგრამის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა მიულოცეს.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ როგორიც არ უნდა იყოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, მოსკოვი საქართველოსთან მიმართებაში პოზიციას არ ცვლის.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხვადასხვა კომიტეტების მრჩევლებს საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის (USTR) თანაშემწეებს ეკონომიკური პოლიტიკის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის, და შრომის საკითხებში.
„ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი ე.წ. სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ჯარს მოიხსენიებს. პირადად, მე და თითოეული ჩვენგანი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მონაპოვარი - ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, ყოველგვარი მსგავსი შემოტევებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული“, ეს განცხადება ლევან იზორიამ საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.