გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინისა და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის კონფრონტაციაში ბრალი მოსკოვს დასდო. მან თქვა, რომ ეს „მთლიანად“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „ქმედება“ იყო და პირობა დადო, რომ პუტინთან ამ საკითხს წამოწევს.
აირჩიეს მთავარსარდლად ადამიანი, რომელიც არ აირჩია ჯარმა, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა სიტყვით გამოსვლისას ფილარმონიაში, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებს შეხვდა.
ჩვენ არ ვაღიარებთ არასდროს გაყალბებული არჩევნების შედეგებს და ვეთანხმები გრიგოლ ვაშაძეს, რომ ჩვენ გვჭირდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით, რომელიც მთლიანად ამოძირკვავს ივანიშვილის ხელისუფლებას, განაცხადა სააკაშვილმა ფილარმონიაში შეკრებილ მხარდამჭერებთან პირდაპირი ჩართვისას.
გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებს ხვდება.
გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებს ხვდება. შეხვედრა ფილარომიანიაში ამ წუთებში მიმდინარეობს.
გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას, – ამის შესახებ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისადმი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი.
საფრანგეთი დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. შესაბამის განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, ანდრე ჰუნკოს განცხადებით, არჩევნების ლეგიტიმურობა სასამართლოს პრეროგატივაა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 ნოემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0285 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.