ხვალ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სრულად არის მობილიზებული მთელი ქვეყნის მასშტაბით, განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.
„უფალი ითხოვს, რომ ჩვენ განვიკურნოთ და განვიწმინდოთ - შურისგან, განკითხვისგან, სიძულვილისგან, ვერცხლისმოყვარეობისაგან, სიძვისგან, ამპარტავნებისგან, მომხვეჭელობისგან“, - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მიმდინარე წლის 25 ნოემბერს სოფელ კვაუთის ახლადაღდგენილი მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის კურთხევის შემდეგ ქადაგებისას, რომლის სრულ ტექსტურ ვარიანტსაც GUARDIAN.GE გთავაზობთ.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მოსახლეობას მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული დ.ე. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებებით დააკავეს.
„ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს პროვოკაციულ გამოხტომებს, აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
ევროპის სოციალისტური პარტია (PES) სრულ მხარდაჭერას უცხადებს პარტნიორ პარტიას „ქართულ ოცნებას“, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის პროცესში, ხვალ, 28 ნოემბერს, ამის შესახებ ნათქვამია ევროპის სოციალისტური პარტიის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ობიექტური შეფასებებისა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების მეორე ტურის წინ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრებს მართავს. დღეს პირველი შეხვედრა გიორგი მარგველაშვილმა IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) წარმომადგენლებთან გამართა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას მიმართავს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 ნოემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0069 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.