2019 წელს ვანის მუნიციპალიტეტში განხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული 26 დასახელების პროექტი, რაზედაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 311 796 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების, ასევე, თავდაცვის ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.რ., 1994 წელს დაბადებული ბ.მ. და 1994 წელს დაბადებული ბ.ბ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
„საქართველო სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ამ პროცესში - ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და თითოეული შესაბამისი ორგანო არის ჩართული ამ საქმეში“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ჰააგის სასამართლოში, საქართველო-რუსეთის დავასთან დაკავშირებით.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ დაგეგმილი აქვთ რევოლუციური სცენარი, თუმცა, ვიცით, რომ მათ ჰქონდათ ასეთი სცენარები 2016 წელს, სხვა დროსაც, თუმცა, ისინი, საქართველოში დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
„რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს გამოძიება მუქარის საქმეებთან დაკავშირებით“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე.
„ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას. ნამდვილად შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საარჩევნო აგიტაციის პროცესში“, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას საარჩევნო გარემოს შესახებ.
წინასაარჩევნო კამპანიას გაერო-ს ელჩი ლუიზა ვინტონი აფასებს. როგორც ელჩი აცხადებს, საარჩევნო პროცესში განსაკუთრებული როლი მედიას უჭირავს.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი წინასაარჩევნო კამპანიას ნეგატიურს უწოდებს და აცხადებს, რომ სიძულვილის ენა და პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ მუქარები, მიუღებელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.