„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრს გიორგი ჭელიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

სრულად...

გაერთიანებული ოპოზციის, „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა წარმომადგენლები ბაღდათის მოსახლეობას შეხვდნენ. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ქვეყანა ვეღარ ვითარდება ისე, როგორც 2003-2012 წლებში და იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ განვითარების გზაზე საჭიროა ე.წ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც „ვირთხებივით“ სხედან გამგეობების შენობებში, იქიდან გამოვიყვანოთ.

სრულად...

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ყენიამ „იმედის“ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ გახარებული იქნებოდა თუ საეჭვოს დაინახავდა იმაში, რაც სკოლის აივნიდან დაინახა. როგორც ყენია ამბობს მან დაინახა უცხო მოსწავლეები, თუმცა არ უფიქრია იმაზე, რომ თავისი სკოლის მოსწავლეების კონფლიქტი გაგრძელდებოდა და ეს ტრაგედია მოხდებოდა.

სრულად...

ფოთში, ნინოშვილის უბანში ურთიერთშელაპარკების ნიადაგზე, 60 წლის ქალი 84 წლის დედას ფიზიკურად გაუსწორდა.

სრულად...

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულის სიით, პეტრე მამრაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს რეჟისორ გიორგი შენგელაიას უჭერს. მამრაძე ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ აცხადებს, რომ  თბილისის ომი დაიწყო ზვიად გამსახურდიამ და საქართველოს პირველი პრეზიდენტი იყო ერთადერთი პოსტსაბჭოთა სივრცეში ვინც რუსი ჩეკისტების ბრძანება შეასრულა. ამავე გადაცემაში ყოფილი დეპუტატი ეთანხმება გიორგია შენგელაიას იმაში, რომ ზვიად გამსახურდია იყო მკვლელი.

სრულად...

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

სრულად...

საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ ტერიტორიაზე თურქმა სამართალდამცველებმა 24 წლის მამაკაცი და 27 წლის ქალი დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე მამაკაცს უზბეკეთის მოქალაქე ქალი თურქეთში ჩემოდანში დამალული გადაჰყავდა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.თ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი