საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოება მნიშვნელოვანი ინიციატივა და უზარმაზარი შეღავათია საქართველოს მოსახლეობისთვის. ზოიძე მადლობას უხდის კერძო სექტორს და ჯანდაცვის სამინისტროს პროექტის განხორციელებისთვის.  

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი არანაირად არ გაახსენდება, როგორც საქართველოს კეთილდღეობაზე მზრუნველი ადამიანი. მელიას თქმით, მარგველაშვილის პრეზიდენტობა იყო პაექრობა „ქართულ ოცნებასთან“ გამოვიდოდა თუ არა პრეზიდენტის სასახლიდან, ამით მან უდიდესი შესაძლებლობა გაუშვა 5 წლის მანძილზე.

სრულად...

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურაში რეორგანიზაცია ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის მკვეთრად გაუმჯობესებას ემსახურება. მისი თქმით, ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილება სწორედ ადამიანის უფლებებზე ზრუნვასა და მთელი რიგი საკითხების გაუმჯობესებას უნდა ეფუძნებოდეს.

სრულად...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პროკურატურის რეორგანიზაციას გამართლებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ რეფორმა საჭირო შედეგის მომტანი იქნება. ამის შესახებ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სრულად...

„ქართული ოცნების“ დეპუტატი სოფიო კილაძე აცხადებს, რომ პროკურატურის რეორგანიზაცია მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის გზაზე. მისივე თქმით, ახალი რეფორმა გააუმჯობესებს თითოეული ადამიანის დაცვის სტანდარტს საქართველოში, თუმცა არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომლის მიმართ სამართლიანობა ჯეროვნად ვერ აღდგა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (31 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0014 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, გაუგებარია და პრეზიდენტი ამით იცილებს პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში ჩართვაზე, რასაც ოპოზიცია ახორციელებს.

სრულად...

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი რუხაძეს, ჰოლანდიაში სასამართლო დავა მოუგო. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სრულად...

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ კანდიდატი, რომელსაც მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს ჯერ გუნდშიც არ არის ცნობილი. ბესელიას თქმით, მარგველაშვილი ხვდება, რომ ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში და ამიტომ თქვა უარი მონაწილეობაზე.

სრულად...

ის აჟიოტაჟი, რაც ამ დღეებში „გამიზნულად“ ხდება საქართველოში და გუშინ კულმინაციას მიაღწია მონაკოში, სადაც ფეხბურთში საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს გ. კაშიას, ევროპაში „პირველს“ გადასცეს უეფას მიერ ახლად დაწესებული პრიზი, - „თანასწორობის მხარდაჭერისთვის“ (Equal Game), - ეს შემთხვევით მოვლენა არაა და სცდება ჩვენი ქვეყნის და ფეხბურთის ფარგლებსაც, რადგანაც „ვიღაცამ და რატომღაც“, - სწორედ საქართველო და ქართველები ამოიღო ნიშანში, რომ „საექსპერიმენტოდ“, ქრისტიანული, ერის ზნეობრივი მენტალიტეტის „გადასატეხად“ გადაექცია ჩვენი ტრადიციული ღირებულებების ქვეყანა!

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი