საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

სრულად...

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამზე გერმანია-საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა და საქართველოში 80-იან წლებში სტუმრობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი სტუმრობა „ნახევრად ლეგალური და ნახევრად არალეგალური იყო“.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0142 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

სრულად...

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფიციალურ ვიზიტს აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი. იგი ამბობს, რომ მისი ვიზიტი საქართველოში „უმალ შემოსეს პოლიტიკური სპეკულაციებით და წინასაარჩევნოდ გამიზნული განცხადებებით“.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატოსთან და ევროკავშირთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას არ მიიღებს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ანგელა მერკელთან მოლაპარაკებები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გაიმართა. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს უთხრა, საუბრის ძირითადი თემა რუსულ აგრესიას, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებს შეეხებოდა.

სრულად...

გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს თბილისში ვიზიტისას, სადილის დროს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საჩუქრად მე-17 საუკუნის ტილო გადასცა, რომელიც დრეზდენის მუზეუმიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიკარგა.

სრულად...

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა საქართველო დატოვა. გამგზავრებამდე, ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდა და გაესაუბრა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი