„ჩვენ ვისაუბრეთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერპსექტივაზე“, განაცხადა საქართელოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე.
„გერმანია არის ჩვენი ძალიან აქტიური მხარდამჭერი და პარტნიორი ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობა და სურვილი, რომ ეს თანამშრომლობა იყოს კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი“, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.
შეხვედრაში მამუკა ბახტაძესა და ანგელა მერკელთან ერთად, საქართველოსა და გერმანიის მთავრობის წევრები მონაწილეობენ. ამის შემდეგ ანცლერი პრემიერ მინისტრთან ერთად, მედიისთვის განცხადებებს გააკეთებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „ბაზრები ჩამოიშლება“, თუკი ოდესმე მისი იმპიჩმენტი მოხდება, იტყობინება „ფოქს ნიუსის“ რეპორტიორი, რომელმაც ტრამპთან ინტერვიუ ოთხშაბათს ჩაწერა. ამასთან, ჟურნალისტის თქმით, ტრამპმა მას უთხრა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტისთვის „ბოდიშის მოხდას ფიქრობს“.
რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს ძლიერი პოზიტიური რეზონანსი ექნება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (23 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0011 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ამ წუთებში, პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს პირისპირ ხვდება. დაგეგმილია შეხვედრის გამართვა გაფართოებულ ფორმატშიც, რის შემდეგაც კანცლერი პრემიერ მინისტრთან ერთად, მედიისთვის განცხადებებს გააკეთებს.
სახელწმიფო კანცელარიაში ამ წუთებში გერმანიის კანცლერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები და პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ანგელა მერკელმა ერთმანეთს ოფიციალური დელეგაციები წარუდგინეს.
საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად გერმანიის კანცლერი ესტუმრა. ანგელა მერკელის თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში დაეშვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო წლის ბოლომდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ 1200 ჭკვიან ვიდეოკამერას აამოქმედებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.