თბილისის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით სამგზავრო ბარათის - მეტრომანის დიზაინზე კონკურსს აცხადებს.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაის საინვესტიციო ფორუმზე გამართულ პანელში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაიში, რას-ალ-ხაიმას საამიროს ამირთან, შეიხ საუდ იბნ საკრ ალ-კასიმთან შეხვედრა გამართა.
ხონში, ცენტრალურ ბულვარში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოში 29 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკეს.
მუნიციპალიტეტის მერმა, ანივარდ მოსოიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ სუმბატ კიურეღიანმა, საკრებულოს დეპუტატებმა, მუნიციპალიტეტის თანამდებობის სხვა პირებმა სტუმრებთან ერთად ნინოწმინდის ცენტრში მდებარე ჰაიოს-ქართლოსის პარკში 9 აპრილს,საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის და საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა მოხსენების დღეს, დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა თანამდებობრივად ან ქონებრივად, თუნდაც გავლენით, რას წარმოვადგენთ, ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.
წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი თბილისში მომლოცველთა ჯგუფმა სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოიტანა.
აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის, საწინააღმდეგო განწყობის შექმნა და პირველ ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეული ნაწილისთვის ცალკე კანონის შემუშავება, რათა მათ დასახმარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.
შემოტევაა ეკლესიაზე და მრავალწლიანი მცდელობა, შეურყიონ ხალხს მისდამი სიყვარული, ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ქრისტე აღდგა!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.