საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0062 პუნქტით გაუფასურდა.
უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ეს არის პროცესი, რომელიც სასურველია, ზოგიერთ შემთხვევაში გარეთ არ გამოვიდეს ხოლმე, მაგრამ, არანაირი ჩემი თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შეფასებით, „Freedom House”-ის ანგარიშში, ავტორები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ვერ მალავენ.
„შემაშფოთებელია, ანგარიშში წარმოდგენილი განცხადებები იმის თაობაზე, რომ „სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-სთან“, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში დაფიქსირებულ რეიტინგს „ღიმილისმომგვრელად“ აფასებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორები ვერ ახერხებენ შინაარსობრივად ხელისუფლების გაკრიტიკებას, დასკვნებში აშკარად იკვეთება მათი მიკერძოება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „Freedom House”-ის ანგარიშის შეფასებისას.
„ევროპული საქართველო“ რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტის მომზადების ინიციატივით გამოდის და პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართვას სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ქართულ ოცნებაში" „ვერ ხედავს" ისეთ ადამიანს, რომელიც პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს კონკურენციას გაუწევს და ჩაანაცვლებს.
თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში, ქართული კინოს ვარსკვლავის, სახალხო არტისტის, ლეილა აბაშიძის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მივიდა.
პრემიერის თხოვნა ჩემთვის ნამდვილად არ არის სულერთი და ძალიან ანგარიშგასაწევია, დანარჩენი ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ, აღნიშნული განცხადება გედევან ფოფხაძემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.