კუზბასის ქალაქ მეჟდურეჩენსკის მაღაროში „რასპადსკაია“ გაჩენილი ხანძრის გამო 450-ზე მეტი მაღაროელი იქნა ევაკუირებული. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ რეგიონული ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ მასპინძლობს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის ანექსიური, აგრესიული, პროვოკაციული ქმედებები და შვეიცარიის განსაკუთრებული როლი საქართველო - რუსეთის ურთიერთობების საკითხებში - აღნიშნული თემები დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან, დორის ლოიტჰარდთან პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრისას განიხილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 4 დეკემბერს, გამთენიისას დააკავეს მოქალაქეები თ.კ., გ.შ. და ზ.წ.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დორის ლოიტჰარდი საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად გუშინ ეწვია.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი რამაზ ბ. დააკავეს.
თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროკავშირი და პარტნიორები” საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა. მან კონფერენციაში მონაწილე დელეგაციებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ათწლეულების განმავლობაში, ევროკავშირი იყო და არის მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტაბილური განვითარების უნიკალური მოდელი, იგი უკვე დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ ეკონომიკური ორგანიზაციის ფარგლებს და გახდა თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის გარანტია ევროპულ სივრცეში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” სიტყვით გამოსვლისას.
სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია, აღნიშნული გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრების შეხვედრისას იქნა მიღებული.
მიმდინარე წლის ნოემბერში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 19 პირი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 4 პირი ამხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.