თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIB) და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების მართვის სასწავლო ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით, „სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის საორიენტაციო კურსი“ ჩამოყალიბდა. DIB-ში დღეს საპილოტე კურსი დაიწყო, რომელშიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე კოალიციური ძალების დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის დღე აღნიშნეს.
პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საგარეო დაზვერვის სამსახური უერთდება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და ამ მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე.
ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძე ინიშნება. განცხადება ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მამუკა ბახტაძე ამჟამად საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორია.
როგორც პრემიერმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების დაცვის კომპონენტიც უერთდება.
როგორც პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი შს სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგნიზაციის შედეგად იქმნება.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს. განცხადება ამის თაობაზე პრემიერმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.