არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ „სითი პარკის" წარმომადგენლები, ასე უპასუხა მედიასთან საუბრისას თბილისის ახლადარჩეულმა მერმა, კახა კალაძემ „სითი პარკის" განცხადებას.
თბილისის არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ დავით ნარმანიას საქმიანობის შეფასებისას განაცხადა, რომ ნარმანიას „ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დახვდა, ძალიან რთული იყო გარკვეული რეფორმების გატარება და ის პროექტები რაც განხორციელდა, მართლაც შთამბეჭდავია".
„მინდა, დავით ნარმანიას მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ის ამ წლების განმავლობაში, ზედმეტი ხმაურის გარეშე, ძალიან დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ ასრულებდა მნიშვნელოვან სამუშაოს“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენაზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დავით ნარმანია მმართველ გუნდში რჩება. მისივე თქმით, ნარმანიას მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვარიანტი განიხილება.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1983 წელს დაბადებული ზ.ა., 1982 წელს დაბადებული ე.ი. და 1990 წელს დაბადებული ა.ბ., ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.
ერთი ოფიცერი და კონტრაქტზე მყოფი ერთი სამხედრო პირი დაიღუპა რუსეთის ბაიკალის მხარეში საბრძოლო მასალების აფეთქების შედეგად, იტყობინება სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია სოფელ საკირესა და ტაძრისის მოსახლეობას შეხვდა.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს.
69 წლის ასაკში ცნობილი რუსი მწერალი-სატირიკოსი, იუმორისტი და მსახიობი მიხილ ზადორნოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ ბორჯომში, 8 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.