სახელმწიფო დუმაში რუსეთში მოქმედი ამერიკული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისადმი სარკისებური ზომების მიღების საკითხს განიხილავენ, რაც აშშ-ში რუსი ჟურნალისტების მიმართ ზეწოლის საპასუხო იქნება, განუცხადა ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის პარლამენტის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, ანტონ გორელკინმა.
57 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, რუსი მსახიობი სერგეი კუდრიავცევი გარდაიცვალა. ამის შესახებ სანკტ-პეტერბურგის ლენსოვეტის სახელობის თეატრის ვებგვერდი იტყობინება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა. კობახიძის განცხადებით, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი ქვეყნებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.
სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტმა დაზიანებები მიიღო მას შემდეგ რაც ინდოეთში, უნხაჰარში, ეროვნული თერმული ენერგო კორპორაციის ობიექტზე ქვაბის მილი აფეთქდა. ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს.
უზენაესმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. განცხადება ამის თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გააკეთა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 ნოემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გამყარდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღის აღდგენა მიმდინარეობს. ადიგენის გამგეობის ცნობით, სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 118 442 ლარია გამოყოფილი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის მრჩეველი მაიორი ტოლგა კიპი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ სახელობის მედლით დააჯილდოვა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ესტონელ კოლეგასთან, გენერალ რიჰო ტერასთან შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.