საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (2 ნოემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0191 პუნქტით გაუფასურდა.
უკრაინელი სამართალდამცველების მიერ, ძებნილი მეგის ქარდავას დაკავების ფაქტს თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური საქართველოს მოქალაქის, მეგის ქარდავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
თბილისის არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მე-2 ავტობაზა დაათვალიერა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება პრიორიტეტული საკითხია და ყვითელი ავტობუსები მალე ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლდება.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული რ.ტ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 9 წელი შეუსრულდა. ბრიგადის დაბადების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონიალი ხონში, II საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შს ყოფილი მინისტრის, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს გამოაცხადებს. განცხადება ამის თაობაზე ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე მერაბიშვილის ადვოკატმა, „ევროპული საქართველოს წევრმა", ოთარ კახიძემ გააკეთა.
1-ლი ოქტომბრის სადავო დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადების შემდეგ, კატალონიის რეგიონული მთავრობის დათხოვნილი ლიდერები აჯანყების და ამბოხების მოწოდების ბრალდებებით ესპანეთის უმაღლესი სასამართლოს წინაშე წარსდგნენ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.