სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მუზეუმის მხარდაჭერის საბჭოს სხდომა გაიმართა.
ბექა გოგიჩაიშვილს აქვს ფართო გამოცდილება საინვესტიციო მენეჯმენტსა და საფინანსო ინდუსტრიაში. მისი კვალიფიკაცია მოიცავს გლობალურ ფინანსურ ბაზრებს, ფინანსურ ანალიტიკას და ბიზნესის განვითარებას. ბექა კარიერის განმავლობაში მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Universal Card Corporation, თიბისი ბანკი, საპარტნიორო ფონდი და Hunnewell Partners (UK) LLP. ბექა იყო პასუხისმგებელი მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, როგორც მენეჯმენტის მიმართულებით, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსით.
განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გამარჯვებულს, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ოქროს სპონსორი, ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დუშეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის სავარაუდოდ სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისსა და შიდა ქართლში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის შვიდი პირი დააკავეს, მათ შორის სამი ნარკორეალიზატორია, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გლდანულაში, N7 – 7ა საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
საჩხერე-ონის საავტომობილო გზის მე-12 კილომეტრზე (სოფელი უზუნთა) მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მადრიდში, ესპანეთის მეფის ფილიპე VI-ს სახელით, ნატოს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ ვახშამი გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნებიდან“ სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის წასვლას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „ოლიგარქული სისტემა იშლება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.